არმიამ ოლიმპს ბოლო წამზე 1 ქულით სძლია

არმიამ ოლიმპს ბოლო წამზე 1 ქულით სძლია

საკალათბურთო სუპერლიგის პირველი   წრის დასკვნითი მე-11 ტურის  ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს მიმდინარე სუპერლიგის
წაუგებელი გუნდი ,,არმია” და სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილოსანი  დებიუტანტი ,,ოლიმპი” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა
ღირსშესანიშნავი და უაღრესად სანახაობრივი გამოდგა, უაღესად დაძაბულ და ემოციურ მატჩში
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ბოლო წამზე მინიმალური სხვაობით დაამარცხა სპორტის
სამინიტროს გუნდი ,,ოლიმპი” (63:62) და  მიმდინარე
სეზონის პირველი წრე წაუგებლად დახურა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩის საწყისი წუთები დაძაბულად
წარიმართა. მატჩი ანგარიში არმიელებმა გახსნეს, რომელსაც ,,ოლიმპის” ზედიზედ ორი
2-ქულიანი მოჰყვა (4:2), მატჩის მეოთხე  წუთზე
ოლიმპელები 9:5 დაწინაურდნენ, თუმცა ათწუთეულის მე-5 წუთზე ,,არმიამ” ანგარიში ჯერ
საყაიმო გახადა, შემდეგ კი წინ ქულით გავიდა – 10:9. თამაში ქულა ქულაში წავიდა და
სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა: ოლიმპელები არ ჩამორჩნენ მეტოქეს და 2 ქულიანით უპასუხეს
– 11:10. დებიუტანტებმა კვლავ იყოჩაღეს და პერიოდის დასრულებამდე 3:07 წუთით ადრე 4
ქულით გავიდნენ წინ 14:10. პირველი მეოთხედის დარჩენილ დროში არმიელებმა მეტოქეს არ
დაუთმეს და პერიოდის დასრულებამდე 1:10 წუთით ადრე 15:14 დაწინაურდნენ, ხოლო პერიოდში
3 ქულით იმარჯვეს – 18:15.

 მეორე პერიოდში
დასაწყისში საქართველო მოქმედმა ჩემპიონმა კვლავ იაქტიურა და მოპოვეული უპირატესობაც
კიდვ უფრო გაზარდა – 25:17. ათწუთეულის შუაწელში კი ,,არმია” სოლიდური სხვაობით, 10ქულით
გავიდა წინ – 27:17. მატჩის დასრულებამდე 3 
წუთით ადრე ოლიპელებმა სხვაობა 7  ქულით
შეამცირეა – 22:29, რომლებიც აღნიშნულ მეოთხედში მდევრის როლში აღმოჩნდნენ. საბოლოოდ
შეხვედრის პირველ ნახევარში ,,არმიამ” 38:24 იმარჯვა და დიდ შესვენებაზე 14-ქულიანი
უპირატესობით გავიდა.

მესამე მეოთხედში ,,ძალოვნები” თითქმის შეუჩერებელნი
აღმოჩნდნენ, რომელთაც აღნიშნული პერიოდის მე-5 წუთისთვის კვლავ სოლიდურ უპირატესობას
ინარჩუნებდნენ – 45:30. მესამე ათწუთეულის მეორე ნახევარში თამაში სრულიად გარდაიქმნა,
ამ მომენტისთვის ოლიმპელები აულ სხვაგვარად ათამშდნენ და მატჩში მნიშვნელოვანი გარდატეხა
შეიტანეს -, ნიკიცა სლიუკასა და ილიცა მილუტინოვიჩის აქტიურობის წყალობით დებიუტანტებმა
სხვაობა ჯერ 7 ქულამდე დაიყვანეს, ხოლო მესამე პერიოდის დასასრულს  კიდევ უფრო შეამცირეს – 49 :54.

 დაძაბულად და
ემოციურად დაიწყო გადამწყვეტი დასკვნითი მეოთხედი. მესამე წუთზე არმიელები 5 ქულას
იგებდნენ (56:51), პერიოდის მე-5 წუთზე, როდესაც გუნდებს შორის სხვაობა 4 ქულას შეადგენდა,
5 პერსონალური ფოლის გამო მოედანი უდროოდ ანატოლი ბოისამ დატოვა, ხოლო მეოთხედის დასრულებამდე
4:10 წუთით ადრე ოლიმპელმა ნიკიცა სლიუკამ კვლავ შეამცირა სხვაობა – 54:56.  არმიელებმა კვლავ იაქტიურეს და უპირატესობა 2 ქულით
გაზარდეს -58:54, თუმცა ნიკიცა სლიუკამ შორეული ტყორცნით 3-ქულიანი მოათავსა მეტოქის
კალათში და შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვამდე 2:58 წუთით ადრე 2 სხვაობა მინიმუმადე
დაიყვანა – 57:58.

დარჩენილ დროში გუნდებს შორის  უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. მიხეილ ბერიშვილმა 2
საჯარიმოდან 2-ვე გამოიყენა და ოლიმპი წინ 1 ქულით გაიყვანა. არმიელმა იოაკიმ შელბონმა
დავით საყვარელიძის პასით 2 ქულა ზუსტად მოათავსაოლიმპის კალათში და ტაბლოზე თავისი
გუნდის სასარგებლოდ კვლავ მინიმალური სხვაობა დააფიქსირა – 60:59. არმიელთა ამ  შეტევას ოლიმპის ლეგიონერის  ნიკიცა სლუკას სწარფი შეტევა და კვლავ ზუსტი 3-ქულიანი
მოჰყვა, რომელმაც ოლიმპელები 2 ქულით დააწინაურა. მატჩის ძირიტადი დროის ამოწურვამდე
სულ რაღაც 0:8 წამი რჩებოდა და  ოლიმპელებმა
თითქმი მოიგეს შეხვედრა, თუმცა ტაიმ-აუტის შემდეგ ჯერემი რიჩარდსონმა ბენჯამენ ვუდსაიდის
პასით გამარჯვების 3 ქულიანი ჩააგდო და დრამატულ მატჩში არმიას მინიმალური სხვაობით
მოაგებინა – 63:62.

,,ოლიმპის” შემადგენლობაში საუკეთესო ზემოთ აღნიშნული
ნიკიცა სლიუკა გახლდათ, რომელმაც 22 ქულა მიითვალა და საკუთარ გუნდს თითქმის მთელი
თამაში ღირსეულად ულიდერა. ორმაგი დუბლი შეასრულა  ერთბაშად ორმა კალათბურთელმა : გიორგი გამყრელიძემ
16 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ხოლო ილიცა მილუტინოვიჩის ანგარიშზე
12 ქულა და ამდენივე მოხსნაა.

რაც  შეეხება
გამარჯვებულ ,,არმიას”, მის რიგებში 12-12 ქულა 
ჯერემი რიჩარდსონმა და უილიამ ტომასმა მიითვალეს.