არმიამ შსს დაამარცხა

არმიამ შსს დაამარცხა

დასრულდა სუპერლიგის დღევანდელი ტურის ცენტრალური შეხვედრა,
სადაც ერთმანეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი და  ,,არმია” 
დაუპირისპირდნენ. მატჩი ძალიან დრამატული გამოდგა, რომელიც საბოლოოდ არმიელთა
გამარჯვებით, ანგარიშით 81:72 დასრულდა.

შსს-ს მხრიდან 17 ქულით ტროი კოტონი გამოირჩა,
ხოლო გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო 22 ქულით კოტე ტუღუში გახლდათ. ორმაგი დუბლი
კი  გიორგი შარაბიძემ შეასრულა – 12 ქულა,
14 მოხსნა. დღეს კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება: ,,სოხუმი” ,,სამედიცინოს”, ხოლო,,დინამო”
სტუ-ს დაუპირისპირდება.