არმიამ თსუ არ დაინდო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

არმიამ თსუ არ დაინდო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

წინა ტურში „შსს-აკადემიასთან“ დამარცხებულმ ა“არმიამ“
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი არ დაინდო. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა
არმიელებმა თსუ-ს 64 ქულის სხვაობით მოუგო, რითაც მიმდინარე სეზონის თავისივე რეკორდი
გააუმჯობესა.

აქამდე ყველაზე დიდი სხვაობით „არმიამ“ სტუ დაამარცხა,
რომელსაც 23 თებერვალს 131:73 მოუგო. დღეს კი არმიელებმა კიდევ ერთი სტუდენტური გუნდი
–  109:45 გაანადგურეს. თსუ-ს მიერ ჩაგდებული
45 ქულა მიმდინარე სეზონის ანტირეკორდია.

მატჩს პირველ ტაიმში არ ეტყობოდა, თუკი საბოლოოდ ამხელა
სხვაობა დაფიქსირდებოდა. საწყისი მეოთხედი ტუღუსის გუნდმა 18:12 მოიგო, დიდი შესვენებისთვის
კი 21 ქულოთ იგებდა – 46:25. მეორე ნახევარში არმიელებმა ტემპს უმატეს და მეტოქეს სრული
მობილიზებით სეუტიეს. შედეგად სარეკორდო გამარჯვებამდეც მივიდნენ.

არმიელებმა გუნდურად იტამაშეს, გამოკვეთილი ლიდერი მათ
არ ჰყოლიათ. 18 ქულით საუკეთესო შედეგი ლაშა ფარღალავამ დააფიქსირა, 17 მოაგროვა ანატოლი
ბოისამ, ხოლო ზვიად ბაბიაშვილმა და ირაკლი საყვარელიძემ – 14-14. დამარცხებულთაგან
ირაკლი კობიძეს 11 ქულა ჰქონდა, ხოლო კოტდივუარელმა სერჟ ასელაინმა შეხვედრა 10 ქულით
დაასრულა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში(არმია): დღეს ორი განსხვავებული გუნდის შეხვედრა იყო. თსუ სიმპატიური გუნდია.
ამ ანგარიშით მოგება არაფერს ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, თსუ უშუალო
კონკურენტებისთვის ანგარიშგასაწევი მეტოქეა. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, წინ
მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის რუსთავისა და დინამოს წინააღმდეგ. მინდა მთელი
ყურადღება ამ შეხვედრებზე გადავიტანო.

გიორგი ჩხეიძე(თსუ): მივულოცავ არმიას, ძალიან ძლიერი გუნდია და სწორ კალათბურთს
თამაშობენ. ხუთეულის 3მოთამაშე გვაკლდა, ამხანაგური თამაშივით გამოგვივიდა.
შევეცადე ყველასთვის მიმეცა თამაშში მონაწილეობის საშუალება. ვემზადებით მორიგი
შეხვედრებისთვის ჩვენს უშუალო მოწინააღმდეგეებთან. ჩვენი მიზანი პლეი–ოფში
გასვლაა.

ვახტანგ მინაშვილი(არმია): კარგად გამოვიყურებოდით ამ შეხვედრაში, როგორც თავდასხმაში, ასევე
დაცვაში. წარმატებას ვუსურვებ თსუს. გავაგრძელებთ მზადებას მორიგირ თამაშებისთვის.

თეიმურაზ თავამაიშვილი(თსუ): დღეს 3 ძირითადი მოთამაშე გვაკლდა, ეს შედეგზეც აისახა. 
არმია – თსუ  109:45