არც ფაჩულია, არც – შენგელია

არც ფაჩულია, არც – შენგელია

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 30 იანვარს ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა, მაგრამ, თუმცა არც ზაზა ფაჩულია და არც თორნიკე შენგელია მოედანზე არ გამოჩენილან. ამ უკანასკნელს ტრავმა აქვს და სავარაუდოდ, ტრავმის გამო არ ითამაშა ფაჩულიამაც. ქართველი ცენტრის შესახებ მხოლოდ ის ინფორმაციაა, რომ ის განაცხადში არ იყო.
 
„ბრუკლინმა“ ლიგის მოქმედ ჩემპიონ „მაიამის“ უმასპინძლა და 85:105 დამარცხდა, ხოლო ფაჩულიას „ატლანტამ“ შინ, დაძაბულ ბრძოლაში, „ტორონტოს“ 93:92 მოუგო. ატლანტელებიც და ბრუკლინელებიც მომდევნო მატჩს „ჩიკაგოსთან“ გამართავენ. 1 თებერვალს „ხარებს“ შენგელიას გუნდი შეხვდება, ხოლო მეორე დღეს – ფაჩულიასი.