ასაკობრივ ჩემპიონატებში გამომსვლელი ყველა გუნდის საყურადღებოდ

ასაკობრივ ჩემპიონატებში გამომსვლელი ყველა გუნდის საყურადღებოდ

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ახალი სეზონისთვის სამზადისი დაიწყო. სამუშაო შეხვედრები დაიგეგმა ყველა იმ გუნდის წარმომადგენელთან, რომლებიც ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში აპირებენ მონაწილეობას.

10 სექტემბერს, 14:00 საათზე ოლიმპიურ სასახლეში მდებარე ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტში გაიმართება შეხვედრა ასაკობრივ გუნდებთან. შესაბამისად, ყველა იმ გუნდის წარმომადგენლის აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრება სავალდებულოა, რომლებიც ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. შეხვედრაზე განიხილება ტურნირების ჩატარების ფორმატისა და კალენდარის სამუშაო ვერსიები, ასევე შეჯერდება სხვადასხვა საშეჯიბრო ხასიათის საკითხი.