ასაკობრივ ჩემპიონატებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 22 მარტს შეწყდება

ასაკობრივ ჩემპიონატებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 22 მარტს შეწყდება

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ასაკობრივი ჩემპიონატების დასაწყებად ემზადება. გასულ სამშაბათს გუნდების წარმომადგენლებთან გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტმა დაიწყო იმ გუნდების რეგისტრაცია, რომლებსაც ამ სეზონში ასაკობრივ ჩემპიონატებში ასპარეზობის სურვილი აქვთ. რეგისტრაციის ბოლო თარიღია 22 მარტი.

იმ გუნდების ხელმძღვანელებმა, რომლებსაც რეგისტრაცია არ გაუვლიათ, აღნიშნულ თარიღამდე ელექტრონული ფოსტით უნდა დააფიქსირონ კონკრეტულ ასაკობრივ ჩემპიონატებში მონაწილეობის სურვილი. 

ელ-ფოსტის მისამართი: geounderleague@gmail.com