ასაკობრივ ნაკრებებს ადგილი და დრო დაუთქვეს

ფიბა–ევროპამ დაასახელა ის ქვეყნები, სადაც მომავალი წლის კონტინენტის ასაკობრივი ჩემპიონატები გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამივე ასაკობრივი ნაკრები B დივიზიონში გამოდის და 2009 წლის ზაფხულში ელიტაში ასანაცვლებლად მოუწევთ ბრძოლა.
დავით უსტიაშვილის გაწვრთნილ ახალგაზრდულ (20–წლამდელთა) ნაკრებს16–26 ივლისს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მოუწევს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში თამაში.
ჭაბუკთა (18–წლამდელთა) ნაკრები (მწვრთნელი მიხეილ კობეშავიძე): ბოსნიის დედაქალაქი სკოპიე, 23 ივლისიდან 2 აგვისტომდე.
დაბოლოს, 16–წლამდელები, რომლებსაც გიორგი კაზანჯიანი წვრთნის: პორტუგალიის კუნძული მადეირა, 6–16 აგვისტო.