ასაკობრივი გუნდების ხელმძღვანელთა საყურადღებოდ

კალათბურთის ფედერაცია ახალი სეზონისთვის ემზადება. დებულებასა და სავარაუდო კალენდართან დაკავშირებით სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების ხელმძრვანელობამ უკვე მიაღწია შეთანხმებას უმაღლესი ლიგის გუნდებთან, ახლა კი ჯერი ასაკობრივ ჩემპიონატებზეა.
 
ოთხშაბათს, 19 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების ხელმძღვანელი გიორგი ზაბახიძე თავის სამუშაონ ჯგუფთან ერთად ასაკობრივი ლიგების (20, 18, 16, 14 და 13-წლამდელები) გუნდების წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც იმ საჭირბოროტო საკითხებზე იქნება მსჯელობა, რომლებიც თითოეული ასაკობრივი ჩემპიონატის ჩატარებას თან ახლავს.
 
შეხვედრაზე მოხდება კლუბების მიერ წამოყენებული ინიციატივებისა და წინადადებების განხილვა, შეჯერება და სავარაუდოდ, შემუშავდება ის გეგმა, რისი მიხედვითაც მომავალი სეზონი ჩატარდება. სუპერლიგის ხელმძღვანელობა თხოვნით მიმართავს ყველა ასაკობრივი გუნდების წარმომადგენლებს, მობრძანდნენ აღნიშნულ შეხვედრაზე და საკუთარი წვლილი შეიტანონ მომავალი ჩემპიონატების ორგანიზებულად ჩატარებაში.
 
 P.S.  გასულ სეზონში მოასპარეზე გუნდებს დაგზავნილი აქვთ შეხვედრაზე მოწვევა. თუკი ასაკობრივ ჩემპიონატებში მონაწილეობის სურვილს ახალი გუნდი გამოთქვამს, მის ხელმძღვანელს ვთხოვთ, მოწვევის გარეშე მობრძანდეს ზემოთ აღნიშნულ შეხვედრაზე.