2022-2023 წლების სეზონის დაწყების წინ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ასაკობრივ ჩემპიონატებში მონაწილე გუნდების მწვრთნელებსა და მენეჯერებს შეხვდნენ.
შეხვედრა სხვადასხვა ასაკობრივი ტურნირის მომავალ სეზონთან დაკავშირებით ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და მასზე დეტალურად იქნა განხილული ახალი საშეჯიბრო სისტემა და ჩემპიონატების დაწყების თარიღები.
ასაკობრივ ჩემპიონატებში მონაწილე კლუბებმა, 18 ოქტომბრამდე უნდა დააფიქსირონ მათი მხრიდან სხვადასხვა ტურნირში მონაწილე გუნდების რაოდენობა, ხოლო 25 ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინონ სათანადო განაცხადები. რაც შეეხება სეზონის დაწყების თარიღს, იგი სტარტს 1-5 ნოემბერს აიღებს.
მნიშვნელოვანია ისიც რომ, კლუბების მხრიდან განაცხადების წარმოდგენამდე, 25 ოქტომბრამდე, უშუალოდ კონკრეტული ასაკობრივი გუნდების წარმომადგენლებთან შეხვედრა და დებულების დამატებითი საკითხების განხილვა მოხდება.
თანდართული ფაილის სახით იხილეთ ახალი საშეჯიბრო სისტემა