ასპროცენტიანი მეტრეველი

ასპროცენტიანი მეტრეველი

ნიკა მეტრეველის „პაფონი ომენამ“ იტალიის ნაციონალ A-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ფორვარდის გუნდმა „მატერას“ უმასპინძლა და 61:44 დაამარცხა. უკვე მესამე მატჩი ითამაშა მეტრეველმა ახალ გუნდთან და “პაფონმა” სამივეში იმარჯვა.
 
 
მეტრეველი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 29 წუთში 7 ქულა, 10 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ნიკამ სამივე ტყორცნა – 2 ორქულიანი და 1 სამინი ზუსტად შეასრულა. პაფონელთაგან ბომბარდირი 18 ქულით სტეფანო მასკიარდი გახდა.
 
 
„პაფონი ომენას“ 10 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება.