აჭარის ნაკრები 2 14-წლამდელთა C ლიგის ჩემპიონია

აჭარის ნაკრები 2 14-წლამდელთა C ლიგის ჩემპიონია

აჭარის ნაკრები საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის C ლიგის გამარჯვებულია. ჯაბა ბაქრაძისა და ლუკა მახარაძის გაწვრთნილმა ბათუმელებმა ფინალურ სერიაში, 2 მატჩის ჯამში დამაჯერებლად აჯობეს კლუბ “ელვას” და ჩემპიონები გახდნენ.

ფინალური სერიის პირველი შეხვედრა აჭარის წარმომადგენელმა 64:59 მოიგო, მეორეში კი კიდევ უფრო დამაჯერებლად – 75:51 იმარჯვა და ჩემპიონი გახდა. აჭარის ნაკრებმა ტურნირი ისე დაიწყო და დაასრულა, ერთი შეხვედრა არ წაუგია. ნახევარფინალში ბათუმელებმა დაძაბულ ბრძოლაში კონდორს სძლიერს (89:82), რომელიც თავის მხრივ მე-3 ადგილისთვის მატჩში გოასთან დამარცხდა.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ მეორე ადგილზე გასული ელვას წევრები ვერცხლის, ხოლო ჩემპიონები ოქროს მედლებით დააჯილდოვა სუპერლიგის დირექტორის მოადგილემ, ვანო ლაცაბიძემ, რომელმაც აჭარელთა კაპიტან ალექსანდრე ოჩხიკიძეს საჩემპიონო თასი გადასცა.