აჭარის ნაკრებმა ტურნე თსსუ-სთან მოგებით დაასრულა

აჭარის ნაკრებმა ტურნე თსსუ-სთან მოგებით დაასრულა

თბილისსა და რუსთავში ტურნეზე მყოფმა აჭარის ნაკრებმა რთული ბრძოლები გადაიტანა. მალხაზ დოხაძის გაწვრთნილმა ზღვისპირელებმა რუსთავში დამატებით დროში – 67:68 წააგეს.
აღსანიშნავია, რომ სტუმრები მეორე მეოთხედში 20 ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე მოახერხეს დაწინაურება და ცოტაც რომ გამართლებოდათ, საგმირო გამარჯვებას მოიპოვებდნენ, მაგრამ…
დაძაბულ ბრზოლაში – 58:55 იმარჯვეს აჭარლებმა თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდთან. ასე და ამგვარად, ბათუმელთა ტურნე 2 გამარჯვებითა და 2 მარცხით დასრულდა… 27 მაისს ქუთაისში გაიმართა მატჩი, რომელშიც მასპინძლები 6 ქულით ამარცხებდნენ „დინამოს“, მაგრამ დინამოელებმა საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე თამაშიდან გუნდი მოხსნეს. მიზეზი მსაჯობის მისამართით გამოთქმული პროტესტი იყო.  აღნიშნული მატჩის შესახებ კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს.

27 მაისი. რუსთავი
რუსთავი – აჭარის ნაკრები        68:67
15:13, 25:12, 13:19, 15:23
რუსთავი: დ. ფუტკარაძე (30), გ. გავაშელიშვილი (13)
აჭარა: ნ. მედილიში (33), ე. ფარსენაზე (15)

28 მაისი. საკალათბურთო აკადემია
თსსუ – აჭარის ნაკრები    55:58
16:12, 12:20, 14:17, 13:9
თსსუ: ნ. კეკელიძე (20), ს. მდივანი (18)
აჭარა: ნ. მედილიში (27), ლ. კუპრეიშვილი (12), დ. ჭღენტი (6),