ატლანტა ბოსტონთან დამარცხდა

სამწუხაროდ, ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, წააგო ფლეი ოფის მეხუთე შეხვედრა ზაზა ფაჩულიას “ატლანტამ”, რომელმაცვ ერაფერი დაუპირისპირა “ბოსტონს” და მეტოქემ მატჩი 110:85 მოიგო.
საქართველოს ნაკრების წევრის ანგარიშზე 2 ქულა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. ფაჩულიას ორჯერ დაუფარეს და მან მატჩი 3 პერსონალური შენიშვნით ჩაამთავრა. ახალბედა ელ ჰორფორდის ანგარიშზე 14 ქულა, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა იყო.

მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მომდევნო მატჩი: 2 მაისი (საკუთარ მოედანზე, ბოსტონი).