ატლანტა ბოსტონთან მეორეჯერაც დამარცხდა

სამწუხაროდ, ზაზა ფაჩულიამ და მისმა “ჰოქსმა” მეორე მატჩიც წააგეს ფავორიტ “ბოსტონთან” და აღმოსავლეთის პირველ წრეში 0:2 აგებენ კევინ გარნეტის გუნდთან.
საქართველოს ნაკრების წევრმა ამჯერად 18 წუთი ითამაშა, თამაშიდან 4-ში 1 სროლა გამოიყენა და ერთადერთი საჯარიმო ტყორცნა ზუსტად შეასრულა, საბოლოოდ კი მატჩი 3 ქულით, 1 მოხსნით, 2-2 შეცდომითა და პერსონალური შენიშვნით დაასრულა.

ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო გარნეტი, რომელმაც მატჩი 19 ქულით ჩაამთავრა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
მომდევნო მატჩი: 26.04 (საკუთარ მოედანზე, ბოსტონი).