საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ატლანტა გასვლაზე მეჯიქთან აგებს

რეგულარულის მორიგ შეხვედრაში ზაზა ფაჩულია და მისი “ატლანტა ჰოქსი” გასვლაზე “მეჯიქთან” 112:123 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრების წევრი ამჯერადაც სათადარიგოებში იყო და ტავის გამოჩენისთვის 19 წუთი მიეცა, თუმცა ამ დროში ზაზამ თამაშიდან ოთხივე სროლა გააფუჭა და შეხვედრა უქულოდ, 5 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
ფაჩულიამ თამაშის წესი სამჯერ დაარღვია და შეხვედრა ერთი ჩაჭრითაც დაასრულა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.
ატლანტა: 63 მატჩი, 26:37, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში, VIII ადგილი აღმოსავლეთის კონფერენციაში.
მომდევნო მატჩი: 12 მარტი (საკუთარ მოედანზე, “ჰიუსტონთან”).