ატლანტამ კიდევ ერთი მატჩი წააგო

ჰიუსტონში წაგების მერე, ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოქსმა” კიდევ ერთი შეხვედრა დათმო. ჯორჯიელებმა ამჯერად ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტს, “სან ანტონიო სპურსს” ვერაფერი დაუპურისპირეს და 81:95 წააგეს. “სპურსმა” წააგო პირველი მეოთხედი, მაგრამ მერე და მერე უპირატესობა მოიპოვა და ტიმ დანკანის მორიგი ორმაგი დუბლით (17 ქულა, 11 მოხსნა) შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა. ზაზას თავისი საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია. მის ანგარიშზე 23 წუთში 4 ქულა და 1 ჩაჭრა იყო. “ატლანტაში” 23 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯო ჯონსონი იყო.