ატლანტამ ფინიქსში წააგო

ზაზა ფაჩულიამ “ფინიქს სანზთან” 92:125 წაგებულ შეხვედრაში მოედანზე 20 წუთი დაჰყო და ამ დროში თამაშიდან 10-ში 4 სროლა გამოიყენა და ოთხივე საჯარიმო უშეცდომოდ შეასრულა. ფაჩულიამ საბოლოოდ, 12 ქულა, 5 მოხსნა 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გააკეთა, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა. ორივე გუნდის სემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი, 24 ქულით “ფინიქსის” ცენტრი ამარე სტაუდმაიერი იყო.

ატლანტა: 41 მატჩი, 18:23, III ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთში, VII ადგილი აღმოსავლეთ კონფერენციაში.
მომდევნო მატჩი: 30 იანვარი (სტუმრად, “კლიპერსი”).
ზაზა ფაჩულია: 22 მატჩი (5 სასტარტოში), 5.1 ქულა, 3.6 მოხსნა, 0.5 შედეგიანი გადაცემა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ იხილავთ.