“ატლანტამ” პლეი ოფი მოგებით და ფაჩულიას გარეშე დაიწყო

“ატლანტამ” პლეი ოფი მოგებით და ფაჩულიას გარეშე დაიწყო

ზაზა ფაჩულიას პლეი ოფში მოედანზე ველოდებოდით, თუმცა „ატლანტა ჰოუქსმა“ ქართველი ცენტრის გარეშე ეთამაშა „ბოსტონს“ და სერიის პირველ მატჩში 83:74 მოუგო „ბოსტონს“. ფაჩულიასთან ერთად ატლანტელებს გუნდის სასტარტო ცენტრი ალ ჰორფორდიც აკლიათ, მაგრამ ძლიერ მეტოქეს არ ეპუებიან.
ფაჩულიას სტატუსი იმგვარია, რომ შესაძლოა ნებისმიერ მომდევნო მატჩში ითამაშოს, თუმცა დარწმუნებით ვერავინ ამბობს, როდის მოახერხებს ქართველი მოედანზე გასვლას. ასეთივე სტატუსი აქვს ბოსტონელთა ერთ-ერთ ლიდერ რეი ალენს.
შეგახსენებთ, რომ მოედნის უპირატესობას ბოსტონელები ფლობენ და თუკი „ატლანტას“ ამ უპირატესობის მოპოვება სურს, „ბოსტონს“ სტუმრად უნდა მოუგოს. მომდევნო მატჩი 2 მაისს, გამთენიისას, ბოსტონში გაიმართება.