ატლანტამ პორტლენდი დაამარცხა

ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოქსმა”, რომელმაც გასვლაზე “პორტლენდს” 107:96 აჯობა და მე-15 შეხვედრაში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.
ფაჩულიას ორმაგი დუბლი არ გაუკეთებია, მაგრამ მან მაინც კარგად ითამაშა და გუნდს 12 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. “ჰოქსის” რიგებში ყველაზე შედეგიანი ჯო ჯონსონი იყო, რომელმაც შეხვედრა 33 ქულით დაასრულა. მასპინძლეთა რიგებში 30 ქულითა და 6 მოხსნით ზაკ რენდოლფი გამოირჩა.
მომდევნო მატჩში “ატლანტა” ასევე გასვლაზე “სიეტლს” შეხვდება. გუნდი სამხრეთ0აღმოსავლეთში მეორე ადგილამდე აღზევდა.