ატლანტამ სერიაში ანგარიში გაათანაბრა

ზედიზედ მეორე სენსაცია დააფიქსირა მაიკ ვუდსონის “ჰოქსმა”, რომელმაც მეორე საშინაო შეხვედრაც მოუგო კევინ გარნეტის “ბოსტონს” და სერიაში ანგარიში გაათანაბრა 2:2.

საქართველოს ნაკრების წევრმა, ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 11 წუთი გაატარა, ამ დროში თამაშიდან ერთადერთი სროლა გააფუჭა და მატჩი უქულოდ და 2 მოხსნით დაასრულა. ზაზამ ასევე 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო, მისმა გუნდმა კი ბოლო მეოთხედი 32:17 მოიგო.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მომდევნო მატჩი: 30 აპრილი (სტუმრად, ბოსტონი).