ატლანტამ სერიაში ანგარიში შეამცირა

გრძელდება ფლეი ოფის შეხვედრები. აღმოსავლეთში, ზაზა ფაჩულიამ და მისმა “ატლანტა ჰოქსმა” პირველ საშინაო მატჩში რეგულარულის ჩემპიონი, “ბოსტონ სელტიქსი” დაამარცხეს და სერიაში ანგარიში შეამცირეს – “ბოსტონი” წინ არის 2:1.
საქართველოს ნაკრების წევრმა შეხვედრა 4 ქულიტა და ამდენივე მოხსნით დაასრულა, თამაშიდან ორივე სროლა გააფუჭა და საჯარიმოს ხაზიდან ოთხივეჯერ ივარგა. მის ანგარიშზე ასევე 3-3 პერსონალური შენიშვნა და შეცდომა იყო, ხოლო მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი 32 ქულით “ბოსტონის” ვარსკვლავი კევინ გარნეტი გახდა.

მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მომდევნო მატჩი: 29 აპრილი (საკუთარ მოედანზე, ბოსტონი).