“ატლანტას” “ჩიკაგო” ბოლო წამზე გადაურჩა

“ატლანტას” “ჩიკაგო” ბოლო წამზე გადაურჩა

სულ ცოტა დააკლდა „ატლანტა ჰოუქსს“, ზედიზედ მეორე ხმაურიანი გამარჯვება მოეპოვებინა. ზაზა ფაჩულიას გუნდი სტუმრად შეხვდა გასული სეზონის რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ „ჩიკაგოს“ და თამაშის ერთ ეპიზოდში 19 ქულითაც უგებდა, თუმცა ბოლო წამებზე, დრამატულ ბრძოლაში 2 ქულის სხვაობით – 74:76 დამარცხდა.
გადამწყვეტი გამოდგა ლუოლ დენგის მატჩის ბოლოსწინა წამზე ჩაგდებული ორქულიანი. როცა ყველა ელოდა, რომ გადამწყვეტ სროლას ჩიკაგოელთა ლიდერი დერიკ როუზი შეასრულებდა, ბურთი დენგმა მოიხელთა და გამარჯვების ორქულინი მიითვალა.
ქართველი ცენტრი მოედანზე მხოლოდ 7:43 წუთით გამოჩნდა და მის ანგარიშზე მხოლოდ თითო მოხსნა–დაფარება დაგროვდა. ფაჩულიამ სამივე ორქულიანი ააცილა და ბურთი ერთხელ დაკარგა.

ატლანტელებს 4 მოგების წილ მეორე მარცხი შეემთხვათ და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე–5 ადგილზე დაეშვნენ. მომდევნო მატჩს „ქორები“ 6 იანვარს, გამთენიისას, „მაიამისთან“ შინ ითამაშებენ.