ატლანტელებმა “ნიუ ჯერსი” გამოიჭირეს

ატლანტელებმა “ნიუ ჯერსი” გამოიჭირეს

„ატლანტა ჰოუქსმა“ მიმდინარე სეზონში „ნიუ ჯერსი“ უკვე მესამედ დაამარცხა. ზაზა ფაჩულიას გუნდი „ნეთსს“ დღეს გამთენიისას ნიუ ჯერსიში შეხვდა და 106:101 მოუგო.
 
ატლანტელებისთვის გამარჯვება იოლად არ მოსულა. გვარიანი ჩამორჩენის მიუხედავად მასპინძლებმა მატჩის ბოლო წუთებზე  ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ფავორიტად მიჩნეულმა „ჰოუქსმა“ მაინც იმარჯვა.
 
ქართველმა ცენტრმა თავისი გუნდის სათადარიგოთაგან ყველაზე მეტი – 13 წუთი ითამაშა და მოედანი უქულოდ დატვა. ფაჩულიამ 2 ორქულიანი ააცილა, სხვა მხრივ კი 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
 
3 მარცხის მქონე „ატლანტა ჰოუქსმა“ მე–7 გამარჯვება მოიპოვა და აღმოსავლეთის კონფერენციის ცხრილში მეოთხე ადგილზე აღზევდა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი ხვალ, გამთენიისას, ინდიანაში „პეიზერსთან“ გამართავს.