ატლანტის კიდევ ერთი წაგება

ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოქსი” შინ საქართველოს ნაკრების ცენტრის ყოფილ გუნდს, “მილუოკი ბაქსს” შეხვდა და სამწუხაროდ, 101:103 დამარცხდა.ქართველმა ცენტრმა 26 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა, ამასთან ერთად კი ზაზა 4-ჯერ დაჯარიმდა და მატჩი 2 შეცდომით დაასრულა. ამ წაგების შემდეგ “ჰოქსი” თავის დივიზიონში მეორე ადგილზე გადავიდა, პირველ პოზიციაზე კი “ორლანდო მეჯიქია”, რომელსაც 5 მოგება 3 წაგება აქვს. “ატლანტას” “ორლანდოსავით” 3 შეხვედრა აქვს წაგებული, თუმცა ერთით ნაკლები მოგება აქვს.
ატლანტა-მილუოკი 101:10316:31, 33:29, 34:18, 18:24ატლანტა: ჯო ჯონსონი (29 ქ), ლიუ (29 ქ).მილუოკი: რედი (30 ქ), პატერსონი (1