“ატლნტამ” “მემფისთან” ვერაფერი გააწყო

“ატლნტამ” “მემფისთან” ვერაფერი გააწყო

წარმატებული გასვლითი ტურნედან შინ დაბრუნებულმა „ატლანტამ“ პირველივე მატჩი წააგო. „ქორებმა“ მემფისელ „გრიზლისს“ უმასპინძლეს და უშანსოდ – 77:96 დამარცხდნენ.
 
მესამე მეოთხედის შემდეგ სტუმრები 24 ქულით იგებდნენ, ანუ მემფისელებმა მასპინძლებს ყველა კომპონენტში აჯობეს. ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 3–დან სამივე ორქულიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიამ საბოლოოდ 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, ბურთი კი 2–ჯერ დაკარგა.
 

 
ატლანტელთა ბომბარდირი 11 ქულით ჯოშ სმიტი გახდა, ხოლო საშუალო შედეგიანობით ყველას ივან ჯონსონმა აჯობა – 10 ქულა, 9 მოხსნა, 2 დაფარება. მემფისელებს 21 ქულით რუდი გაიმ ულიდერა, ხოლი მარკ გასოლმა მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა – 11 ქულა, 10 მოხსნა.
 
16 მოგებითა და 7 მარცხით „ატლანტა“ საკუთარ დივიზიონში მეორე, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილი უკავია. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 5 თებერვალს, გამთენიისას, შინ „ფილადელფიას“ წინააღმდეგ გამართავს.