“ავიამშენი” ნტდ-ს გადააფრინდა

“ავიამშენი” ნტდ-ს გადააფრინდა

სამივე წყვილში ყველაფერი დამთავრდა. სერიაში დაწინაურებულმა გუნდებმა კვლამ იმარჯვეს და სამივე მათგანმა მოიპოვა ნახევარფინალის საგზური.
პირველი ნახევარფინალური წყვილიც ცნობილია: ბოლო ორი ფინალის მონაწილენი: “ენერჯი-ინვესტი” და “ავიამშენი” ამჯერად ნახევარფინალში შეხვდებიან.ლევან მოსეშვილის დამოძღვრილმა “ავიამშენმა” დღეს შესანიშნავად იშამაშა და “ნტდ-თბილისს” ისე მოუგო, რომ ნუგზარ კანდელაკის გუნდისთვის შანსი არ არ დაუტოვებია.სერიის პირველი მატჩი გვარიანად დაძაბული იყი და ბევრი ელოდა, რომ ამჯერადაც საინტერესო ორთაბრძოლა გაიმართებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. “ავიამშენმა” მეტოქეს აბსოლუტურად ყველაფერში აჯობა, გამოცდილებამ თავისი გაიტანა და შედარებით ხნიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა ლევან მოსეშვილის გუნდმაც ოილად იმარჯვა.ვახტანგ ნაცვლიშვილი, ტყუპი ბერიშვილები, სოსო შერმადინი და ანატოლი ბოისა – ამ მოთამაშეებს თითქმის ყველაფერი გამოსდიოდათ და “ავიამშენსაც” მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩში პრობლემა არ შექმნიათ, ისე უპრობლემოდ მოიპოვეს ნახევარფინალოს საგზური.აგრარული უნივერსიტეტის გუნდს კი გვარიანი პრობლემები შეექმნა მებრძოლ “დონამოსთან”, თუმც მიხეილ კობეშავიძის გუნდმა მაინც მოახერხა გამარჯვების და ნახევარფინალის საგზურის მოპოვება. მესამე ნახევარფინალისტი რუსთავული “ენერჯი-ინვესტია”, რომელმაც მეორე მატჩიც იოლად მოუგო შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს.მეოთხე ნახევარფინალისტის ვინაობა თსუ-სა და “ბათუმის” დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს: მარჩები 22 და 24 აპრილს გაიმართება.