ავსტრიაში გამგზავრების წინ ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

ავსტრიაში გამგზავრების წინ ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ, გამთენიისას, ავსტრიაში მიემგზავრება. შეკრებაზე გამგზავრების წინ ნაკრებმა საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ივარჯიშა, რომლის დასკვნითი ნაწილი ჟურნალისტებისთვის ღია იყო. კალათბურთელები და მწვრთნელები მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2 ივლისიდან თბილისში ფიზმომზადების შეკრება გაიარა. ნაკრები 17 ივლისიდან სრულფასოვან შეკრებაზე გადავა, სადაც ეროვნულ გუნდს მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი და რამდენიმე კალათბურთელი შეუერთდება. 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით ეროვნული გუნდი ავსტრიის ქალაქ შტაინბრუნში მოემზადება, რის შემდეგაც 2 საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, ასევე გამართავს საკონტროლო მატჩებს ავსტრიისა და გერმანიის ნაკრებებთან.

ავსტრიაში შეკრებას შემდეგი კალათბურთელები გაივლიან:
გამთამაშებლები
ჯეისონ პულენი, კორი ფიშერი, გიორგი ცინცაძე, ოთარ ფხაკაძე, რეზო როგავა
მსროლელები
მანუჩარ მარკოიშვილი, ბესო ლეჟავა, მერაბ ბოქოლიშვილი, დუდა სანაძე
მსუბუქი ფორვარდები
ვიქტორ სანიკიძე, ანატოლი ბოისა, ლევან ფაცაცია
 მძიმე ფორვარდები
თორნიკე შენგელია, აკაკი დვალიშვილი, ნიკა მეტრეველი, ბექა ბექაური, ნოდარ თენიეშვილი
ცენტრები
ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, რიჩარდ მათიაშვილი

გთავაზობთ ნაკრების მოსამზადებელი გეგმისა და ოფიციალური მატჩების განრიგს:
1-16 ივლისი: ფიზიკური მომზადების ვარჯიშები თბილისში
17-28 ივლისი: შეკრება შტაინბრუნში (ავსტრია)
29-31 ივლისი: საერთაშორისო ტურნირი ესტონეთში. მონაწილეობენ: საქართველო, ესტონეთი, ჩეხეთი და აშშ-ს ერთ-ერთი საუნივერსიტეტო გუნდი
1-5 აგვისტო: შეკრება შტაინბრუნში (ავსტრია)
4 აგვისტო: საკონტროლო მატჩი ავსტრია-საქართველო ავსტრიაში (ქალაქი დადგინდებამოგვიანებით)
7- 9 აგვისტო: საერთაშორისო ტურნირი თბილისში. მონაწილეობენ: საქართველო,
 უკრაინა, ესტონეთი, ბელარუსი
13 აგვისტო: საკონტროლო მატჩი გერმანია-საქართველო ლაიფციგში (გერმანია)
­­——————————————————————————————————————-
18 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-რუმინეთი თბილისში
21 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ბოსნია-საქართველო სარაევოში (ბოსნია)
24 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ლატვია თბილისში
27 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ჰოლანდია-საქართველო ალმერეში(ჰოლანდია)
2 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი რუმინეთი-საქართველო სიბიუში(რუმინეთი)
5 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ბოსნია თბილისში
8 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ლატვია-საქართველო რიგაში(ლატვია)
11 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ჰოლანდია თბილისში