ბალტიის ლიგის პირველი წრის 5 მატჩი “იბერმა” ლატვიის ქალაქ ოჟოლნიეკში გამართა

ბალტიის ლიგის პირველი წრის 5 მატჩი “იბერმა” ლატვიის ქალაქ ოჟოლნიეკში გამართა

საქართველოს კალათბურთის სპეციალური პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ბავშვთა გუნდი ჩაერთო ბალტიის ლიგის გათამაშებაში. ირაკლი ხომერიკისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილი “იბერი” ფედერაციის თანადაფინანსებით ლატვიაში იმყოფებოდა, სადაც 11-13 ოქტომბერს 13-წლამდელთა ბალტიის ლიგის პირველი წრე გაიმართა. 

პროგრამა მიზნად ისახავს ბავშვთა გუნდების ფინანსურ დახმარებას საიმისოდ, რომ განვითარდნენ და მათმა მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ. პროგრამის ნაწილი ხდება ის გუნდი, რომელიც წარმატებით იასპარეზებს Junior NBA-GBF ლიგაში. “იბერმა” გასულ სეზონში მე-3 ადგილი დაიკავა და ჩემპიონ “ზაზას აკადემიასა” და მეორეადგილოსან “ქუთაისთან” ერთად პროგრამის პირობები მასზეც გავრცელდა.

იბერელებმა ლატვიის ქალაქ ოჟოლნიეკში პირველი წრის 5 მატჩი გამართეს, საიდანაც 3 მოიგეს. აღნიშნულ მატჩებში იბერელებს ლუკა ჯულაყიძემ ულიდერა, რომელიც თითო შეხვედრაში საშუალოდ 18.2 ქულას აგროვებდა. დავით ვაშაკიძის საშუალო მონაგარი კი 11 ქულა გახლდათ. წარმოგიდგენთ ხუთივე მატჩის შედეგსა და სრულ სტატისტიკას:

რიჟდანე (ლატვია) – იბერი   60:53
იბერი – ვალმიერა (ლატვია) 66:28
ორგე (ლატვია) – იბერი         45:39
იბერი – BC რიგა (ლატვია)    75:28
პანევეჟისი (ლიტვა) – იბერი 35:66

13-წლამდელთა ბალტიის ლიგის წლევანდელ გათამაშებაში 45 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 3 ჯგუფში არიან განაწილებულნი. “იბერი” და “ზაზა” კიდევ 16 გუნდთან ერთად “ა” ჯგუფში არიან თავმოყრილნი. “ქუთაისი” “ბ” ჯგუფშა და 3-5 ოქტომბერს გამართული პირველი წრის 5 მატჩიდან 4 მოიგო. “ზაზას აკადემია” ბალტიის ლიგის პირველ წრეს 15-17 ნოემბერს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ითამაშებს.