“იბერის” და ზაზას აკადემიის წარმატება ბალტიის ლიგის მეორე წრეში

“იბერის” და ზაზას აკადემიის წარმატება ბალტიის ლიგის მეორე წრეში

ევროპის ახალგაზრდული ლიგის პარალელურად, გრძელდება ქართული გუნდების წარმატებული ასპარეზობა ბალტიის ლიგაშიც. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპეციალური პროგრამის ფარგლებში, რომლიდანაც გუნდები საერთაშორისო ტურნირში საასპარეზოდ თანადაფინანსებას იღებენ, ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი და კლუბი “იბერი” ლატვიაში იმყოფებოდნენ, სადაც ბალტიის ლიგის მეორე წრე გაიმართა. “იბერმა” გამართული ხუთივე მატჩი მოიგო, ხოლო ზაზას აკადემიელებმა 4 გამარჯვების მოპოვება მოახერხეს. 

ირაკლი ხომერიკის გაწვრთნილმა “იბერმა” ბალტიის ლიგის პირველ წრეში 5 მატჩიდან 3 გამარჯვება მოიპოვა, თუმცა იანვრის წრეში ხუთივე შეხვედრაში მიაღწია წარმატებას და ლიდერებში გაერია. იბერელებმა რიგაში შემდეგი შედეგები დააფიქსირეს:

სოკუ-ნორდი (ესტონეთი) – იბერი     55:69 (სტტისტიკა)
იბერი – ურა ბასკეტ (ფინეთი)              59:43 (სტატისტიკა)
იუგლა (ლატვია) –  იბერი                     50:60 (სტატისტიკა)
იბერი – ცენტრალნაია (რუსეთი)       91:21 (სტატისტიკა)
ადმირალტეისკაია (რუსეთი – იბერი  0:20 (ტექნიკური მოგება)

10 მატჩის შემდეგ 8 მოგებითა და 2 მარცხით “იბერი” 17-გუნდიან ჯგუფში მე-4 ადგილზეა.

 

ზაზა ფაჩულიას აკადემიის 13-წლამდელთა გუნდმაც წარმატებით იასპარეზა. ეს ის გუნდი გახლავთ, რომელმაც ოქტომბერში გამართული პირველი წრის ხუთივე მატჩი მოიგო, ამჯერად კი გამართული 5 შეხვედრიდან 4 გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

ჟოლივეტ ტუჯანისა და გიორგი ჩაჩხიანის გაწვრთნილმა ზაზას აკადემიელებმა რიგაში შემდეგი შედეგები დააფიქსირეს:

ბალტიქ სტარს (ლიეტუვა) – ზაზა         48:68 (სტატისტიკა)
ზაზა – ოგრე (ლატვია)                              63:44 (სტატისტიკა)
რიგა (ლატვია) – ზაზა                               44:60 (სტატისტიკა)
ზაზა – ვალმიერა (ლატვია)                     62:38 (სტატისტიკა)
რიდჟენე (ლატვია) – ზაზა                       60:51 (სტატისტიკა)

2 წრის ჯამში ზაზას აკადემიას 9 მოგება და 1 მარცხი აქვს და იმავე ჯგუფში, სადაც “იბერია”, მეორე ადგილზე იმყოფება. 17-გუნდიან ჯგუფს დაუმარცხებლად ლიდერობს ლატვიური “რიჟდენე”. 

სატურნირო მდგომარეობა: http://bbbl.info/league/u13/standings/

მესამე წრის მატჩების კალენდარი მოგვიანების გამოქვეყნდება.