ბათუმელებმა იმარჯვეს

ბათუმელებმა იმარჯვეს

სუპერლიგის მორიგი ტური ბათუმში დაიწყო. ზღვისპირელებმა  რუსთავის ,,ენერჯი ინვესტს” უმასპინძლეს და  მეტოქე იოლად 79:56 დაამარცხეს. ბათუმელებმა ყველა
პერიოდი მოიგეს და გამარჯვება არ გასჭირვებიათ.

მასპინძელთაგან  საუკეთესო 25 ქულით დუდა სანაძე გახლდათ, ხოლო რუსთაველთა
მხრიდან 18 ქულით ზურა მაჭავარიანი გამოირჩა. ორმაგი დუბლი 13 ქულითა და 10 მოხსნით
დავით გუგავას ანგარიშზეა. ტურის დანარჩენი შეხვედრები შაბათს თბილისის სპორტის სასახლეში
გაიმართება.