ბათუმელი ბოლქვაძე 2 მატჩს გამოტოვებს

ბათუმელი ბოლქვაძე 2 მატჩს გამოტოვებს

კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო–ტექნიკურმა კომისიამ მორიგი
ადმინისტრაციული სასჯელი გამოიტანა. „ბათუმის“ თავდამსხმელი მამუკა ბოლქვაძე 2
მატჩს გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის სეზონი დასრულდა.

ინციდენტი მოხდა ბათუმში 20 აპრილს, „ბათუმსა“  შსს–ს შორის მესამე მეოთხედფინალურ მატჩში.
შეხვედრა ქულით შსს–მ მოიგო, მსაჯებით უკმაყოფილო ბოლქვაძე კი მსაჯთა
მაგიდასთან მივიდა და არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დისციპლინარებმა მამუკა ბოლქვაძეს 2–მატჩიანი დისკვალიფიკაცია
გამოუტანეს. „ბათუმს“ სწორედ 2 მატჩის გამართვა დარჩა სუპერლიგაში და ამ
შეხვედრებს ბოლქვაძის გარეშე ჩაატარებენ.