“ბათუმი” მე–5 ადგილზე გავიდა

“ბათუმი” მე–5 ადგილზე გავიდა

ბათუმელებმა სუპერლიგაში მე–5 ადგილი დაიკავეს. დავით უსტიაშვილის
გუნდმა ამ ადგილისთვის მატჩი თბილისის „დინამოს“ მოუგო. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული
გამოდგა და საბოლოოდ აჭარელებმა 82:77 იმარჯვეს.

„დინამომ“ კარგად ითამაშა მატჩის დიდი ნაწილი, თუმც გადამწყვეტ
მომენტში წაიფორხილა და ბათუმელებმა ეს არ აპატიეს. პირველი მეოთხედის შემდეგ „დინამო“
9 ქულას იგებდა. მართალია, დიდი შესვენებისთვის მასპინძლებმა ჩამორჩენა ცოტა
გააბათილეს, თუმც ბოლო მეოთხედის დაწყებამდე თბილისელებმა 10–ქულიანი ლიდერობა
დაიბევეს.

დავით თორთლაძის გუნდში ილია ლონდარიძე და დუდა სანაძე გამოირჩეოდნენ,
თუმცა ბათუმელებს დავით იმნაძემ უშველა, რომელმაც საბოლოოდ 42 ქულა და 20 მოხსნა
მიითვალა. ბოლო მეოთხედი ბათუმელებმა 26:11 მოიგეს და ამ მატჩში გამარჯვებაც მათ
დარჩათ.

მაშ ასე, მე–5 ადგილი „ბათუმისაა“, მე–6 კი „დინამოსი“. 17 მაისს,
თბილისის სპორტის სასახლეში მე–8 ადგილისთვის მატჩი გაიმართება, რომელშიც
ერთმანეთს „სოხუმი“ და „სამედიცინო–აკადემია“ შეხვდებიან.

სტატისტიკა: http://www.superleague.ge/playoff/08-09/result/265