ბათუმის დივიზიონს ადგილობრივი “ვაშინგტონ ვიზარდსი” ლიდერობს

ბათუმის დივიზიონს ადგილობრივი “ვაშინგტონ ვიზარდსი” ლიდერობს

პირველი წრე დასრულდა Junion NBA-GBF ლიგის ბათუმის დივიზიონშიც. როგორც ყველა დივიზიონში, აქაც ადგილობრივი გუნდი ლიდერობს. ბათუმელებმა, რომლებიც ტურნირზე “ვაშინგტონ ვიზარდსის” სახელით ასპარეზობენ, პირველი წრის ოთხივე შეხვედრა მოიგეს.

ბათუმელებთან ერთად სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში სენაკის, ოზურგეთის, ფოთისა და თბილისის (ორბი) გუნდები ასპარეზობენ. “ატლანტა ჰოუქსის” სახელით მოთამაშე “ორბმა” 4-დან 3 მატჩი მოიგო და მეორე ადგილზე იმყოფება. შემდეგ მოდიან ფოთის “ორლანდო მეჯიქი”, სენაკის “მაიამი ჰითი” და ბოლო ადგილზე ყველა წაგების მქონე ოზურგეთის “შარლოტ ჰორნეთსია”.

ბათუმის დივიზიონში მეორე წრის თამაშები ხვალიდან, 15 ივნისიდან განახლდება.

შეგახსენებთ, რომ რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პლეი ოფში თითო კონფერენციიდან 8-8 საუკეთესო გუნდი გავა. კონფერენციები კი ასეა განაწილებული:

ერთ მხარეს არიან თელავის, რუსთავისა და თბილისის დივიზიონები, ხოლო მეორე კონფერენციაში გორის, ქუთაისისა და ბათუმის დივიზიონები. თითო დივიზიონიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო გავა, რომლებსაც 2-2 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება. პლეი ოფში გუნდები ნბა-ს ანალოგიურად დაწყვილდებიან. 


სრული სატურნირო მდგომარეობა იხილეთ Junior NBA-GBF ლიგის
ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://jrnbaleague.ge/?page_id=1320