ბათუმმა კაკტუსი ბოლო წამებზე დაამარცხა და სუპერლიგაში პირველობა შეინარჩუნა

ბათუმმა კაკტუსი ბოლო წამებზე დაამარცხა და სუპერლიგაში პირველობა შეინარჩუნა

სანაკრებო შესვენების შემდეგ სუპერლიგა განახლდა. მე-14 ტურის პირველი შეხვედრა ბათუმში გაიმართა, სადაც ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ კაკტუსი ჩავიდა. სუპერლიგის ლიდერმა ბათუმელებმა დაძაბულ ბრძოლაში – 96:93 (სტატისტიკა) დაამარცხეს კაკტუსელები და ტურის დარჩენილ მატჩებში მეტოქეებმა რა შედეგიც არ უნდა აჩვენონ, პირველ ადგილს შეინარჩუნებენ.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმელებმა შეხვედრა ბოლო წამებზე მოიგეს. გამარჯვების ბურთი აჭარელთა ბერძენმა ლეგიონერმა – ნიკოლაოს დიპლაროსმა ჩააგდო. შეხვედრის ბოლო წამებზე ანგარიში თანაბარი – 93:93 იყო, როცა ბათუმელებმა შეტევა დიპლაროსს მიანდვეს. ამ უკანასკნელმა კი კაკტუსის კალათში გამარჯვების სამქულიანი მოათავსა და ბათუმის დარბაზში შეკრებილი გულშემატკივრები გაახარა.

ბათუმელთა გუნდში საუკეთესო შედეგი კოლინ მალკოლმმა დააფიქსირა, რომელმაც 18 ქულა, 12 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 20 ქულითა და 10 მოხსნით ალექსანდრე ფევაძე გამოირჩა და ასევე ორმაგი დუბლი – 16 ქულა, 13 მოხსნა სერბმა ნიკოლა ვუიოვიჩმა მოაგროვა. კაკტუსში 29 ქულით, 7 პასითა და 6 მოხსნით საუკეთესო იყო ბრაიან უილიამსი. 18 ქულა მაიკ დევისმა მიითვალა, ხოლო მიხეილ ჭოჭუამ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა. 

სუპერლიგის მე-14 ტურის მორიგი 3 მატჩი 29 თებერვალს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.