ბათუმმა მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მიითვალა

ბათუმმა მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მიითვალა

რუსთავში დასრულდა სუპერლიგის მე-10 ტურის პირველი მატჩში,
სადაც რუსთავის გუნდმა  ,,ბათუმი-რსუ”-ს  უმასპინძლა და 85:93 დამარცხდა.

  შეხვედრის პირველი
ნახევარი ,,ზღვისპირელთა” უპირატესობით წარიმართა, ხოლო დიდ შესვენებაზე ბათუმელები
22-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 62:40. მეორე და მესამე მეოთხედებში ,,რუსთავი”
გააქტიურდა და მატჩში სხვაობაც შეამცირა, თუმცა მოსაგებად ეს საკმარისი არ  აღმოჩნდა. ,,ბათუმმა” საბოლოოდ 8 ქულით დაამარცხა
ადგილობრივი ,,რუსთავი” და  მიმდინარე  სუპერლიგის სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა.

მასპინძელთა
რიგებში 33 ქულით ლევან ხმელიძე გამოირჩა, ხოლო ზღვისპირელებს ლასა კეშელავამ ულიდერა,
რომელმაც 28 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.

  შეგახსენებთ,
რომ სუპერლიგის მე-10 ტური ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში გაგრძელდება, ერთმანეთს
სტუ -,,დინამო”(12:00),  ,,სოხუმი – ,,არმია”
(14:00), შსს-თსუ (16:00) და  სამედიცინო -,,ოლიმპი”(18:00) დაუპირისპირდებიან.