ბათუმმა ნიკეას რეკორდი გაიმეორა

ბათუმმა ნიკეას რეკორდი გაიმეორა

16-წლამდელთა
მორიგი ტურის მატჩები  გაიმართა  ,,დინამოს“ 
საწვრთნელ ბაზაზე.  ,,ჰიუნდაისა“ და
,,საუ-ს“  შეხვედრა საინტერესოდ დაიწყო და პირველ
ტაიმში თითქმის თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა

მესამე მეოთხედიდან თამაში აგრარელების
უპირატესობით წარიმართა და ნიკო ჩერქეზიშვილის შეგირდებმა 51:70 დათმეს შეხვედრა. გამარჯვებულთა
რიგებში ორმაგი დუბლი ბადრი ჭიხვარიამ(28ქ.15მ) და ბექა წილოსანმა (13ქ.12მ) შეასრულეს,
ხოლო ,,ჰიუნდაის“ მხრიდან  ასევე  ორმაგი დუბლით სანდრო ბოლქვაძე(29ქ.10მ) გახდა საუკეთესო.
უაღრესად დაძაბული გამოდგა ,,ორბისა“ და ,,თელავის“  დაპირისპირება. მთელი თამაშის განმავლობაში გუნდები
თითქმის თანაბარ უპირატესობას ფლობდნენ, ხან ერთი გუნდი გაიჭრებოდა წინ, ხან კი მეორე.
მატჩი ოვერტაიმში გადავიდა დასაბოლოოდ ,,ორბის“ გამარჯვებით, დასრულდა, რომელმაც სტუმრებს
დამატებით დროში 4 ქულა მოუგო- 56:51. მასპინძელთა მხრიდან  ორმაგი დუბლით 
თემურ ზაქარაძე გამოირჩა (22ქ.19მ), ხოლო  თელაველთაგან ასევე ორმაგი დუბლი რევაზ ხაჩიძემ მიითვლა(17ქ.17მ).
  საინტერესო გამოდგა ,,ზაზა“-,,ავერსის“  შეხვედრა, რომელიც  მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა მესამე
მეოთხედში ,,ავერსმა“ მოახერხა ძალების მობილიზება და საბოლოოდ მეტოქეს 3  ქულით, 57:53 სძლია. ,,ზაზას“ მხრიდან 22 ქულით  ნუგზარ აბულაძე  გამოირჩა, 
ხოლო გამარჯვებულ გუნდში ორმაგი დუბლი ლუკა ოსკოპელმა(11ქ.18მ), კოტე ფოჩხუამ
(10ქ.10მ) და გიორგი ჭონიაშვილმა(19ქ.10მ) შეასრულეს. ,,აკადემია2-სა“ და ,,საბურთალო161-ის“
შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა -69:42. აკადემიელებიდან 18 ქულითა და 10
მოხნით სოსო მაჭავარიანი გამოირჩა, ხოლო გამარჯვებულთა მხრიდან ასევე ორმაგი დუბლი
შეასრულა სოლომონ ბაღაშვილმა, რომელმაც 27 ქულასთან ერთად 33(!) მოხსნაც მიითვალა.
,,საბურთალოდან“ ასევე ორმაგი დუბლი ავტორი გახდა გურამ ბრეგვაძე(25ქ.13მ). ,,დინამოს“
საწვრთნელ ბაზაზე შედგა ,,დინამოსა“ და ,,ბათუმის“ დაპირისპირება. რომელიც სტუმრებმა
იოლად, 101-58 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ,,ბათუმელებმა“ მეტოქეს 101 ქულა ჩაუგდეს
და ,,ნიკეას“ რეკორდი გაიმეორეს. ,,დინამოს“ მხრიდან 15-15 ქულა თენგო ხუციშვილისა
და სოლომონ როსტიაშვილის ანგარიშზეა, ხოლო გამარჯვებულ ,,ბათუმს“ 33 ქულით  ნიკა კოკობინაძემ ულიდერა. ორმაგი დუბლი კი ირაკლი
ემირიძემ(26ქ.10მ) და მურად ბაკურაძემ(14ქ.16მ) შეასრულეს. რაც შეეხება ტურის ბოლო
შეხვედრას, ,,რუსთავი2“-მა ,,მარნეულს“  სტუმრად
65:54 მოუგო. მასპინძელთაგან 15 ქულით ვალერი ბერიძე გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი რევაზ
აზარაშვილის ანგარიშზეა -12ქულა, 10 მოხსნა. რუსთავიდან კი 15 ქულითა და 10 მოხნით
გიორგი გიგაური გახლდათ საუკეთესო.