ბათუმმა სახლში თსუ დაამარცხა და სუპერლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ბათუმმა სახლში თსუ დაამარცხა და სუპერლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ბათუმსა და თსუ-ს შორის გამართული შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.  გამოცდილი და ძლიერი კალათბურთელებით დაკომპლექტებული თსუ, რომელის შემადგენლობაშიც ნაკრების ყველაზე მეტი მოთამაშე ირიცხება, ზედიზედ მეორედ დამარცხდა და მიმდინარე სუპერლიგაში მხოლოდ 2 მოგება აქვს. მეტოქეზე 1-ით ნაკლები, 5 მატჩი აქვს ჩატარებული ბათუმის საკალათბურთო კლუბს და მსგავსად თსუ-ელებისა ჯერ-ჯერობით მათაც მხოლოდ 2 მატჩში გამარჯვება მოახერხეს.

შემადგენლობიდან გამომდინარე თსუ სუპერლიგის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. მიუხედავად მოედნის უპირატესობისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდისგან ლიდერობას ბათუმის წინააღმდეგაც ელოდნენ. მასპინძლებთან დაპირისპირებაში თსუ-მ, პირველი ნახევრის მოგება მოახერხა და შესვენებაზე დამაჯერებელი 13 ქულიანი სხვაობით გავიდა. სტუმარი გუნდისთვის პრობლემები მესამე პერიოდიდან დაიწყო, რომელშიც ბათუმმა 11 ქულიანი გაქცევა შემოგვთავაზა და მეოთხედი 28:17 მოიგო, საბოლოოდ კი მეტოქის დამარცხება 2 ქულით, ანგარიშით 82:80 მოახერხა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.

თსუ-ელების რიგებში გამორჩეული თამაში ჩაატარა გიორგი ცინცაძემ, რომელმაც თითქმის შეუცვლელად ითამაშა, კორტზე 35:31 წუთი გატაარა და 21 ქულასთან ერთად 13 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. ბათუმელების გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ლეგიონერმა კაილი რიდლიმ შეიტანა, რომლმაც ჯამში 36:39 წუთი ითამაშა, 30 ქულა, 10 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

სუპერლიგის მომდევნო შეხვედრები ხვალ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.