ბათუმში 2004 წელს დაბადებულთა საერთაშორისო ტურნირი დაიწყო

ბათუმში 2004 წელს დაბადებულთა საერთაშორისო ტურნირი დაიწყო

ბათუმი საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქში 2004 წელს დაბადებულთა ოთხგუნდიანი ამხანაგური ტურნირი დღეს დაიწყო. მასში მონაწილეობენ გუნდი “საქართველო 2004”, “ბათუმი”, თურქული “ტრაბზონსფორი” და სომხური “არაბკირი”. ტურნირის ორგანიზატორია აჭარის კალათბურთის ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. 

დღეს “საქართველო 2004 “ტრაბზონს” დაუპირისპირდა და 63:49 (სტატისტიკა)სძლია. ქართველთაგან 13 ქულით ბომბარდირი კოკა კაკულია გახდა. 11 ქულა დააგროვა ნიკოლოზ გულიაშვილმა, 9 ქულა ცოტნე ვაშაყმაძის ანგარიშზე დაგროვდა. 16:00 საათზე დაიწყო “ბათუმისა” და “არაბკირის” დაპირისპირება.

22 დეკემბერი
საქართველო 2004 – არაბკირი 11:30
ბათუმი – ტრაბზონსფორი 13:30

23 დეკემბერი
არაბკირი – ტრაბზონსფორი 11:30
ბათუმი – საქართველო 2004