ბათუმში 3X3 Euro Basketball Batumi 2013 მიმდინარეობს

ბათუმში  3X3 Euro Basketball Batumi 2013 მიმდინარეობს

დღეს ბათუმი 3X3 Euro Basketball Batumi 2013-ს მასპინძლობს.  ტურნირის დაწყებამდე გაიმართა კენჭისყრა და შედგა კალენდარი.

 3X3-ზე კალათბურთის მატჩებმა  სტარტი 16:00 საათიდან  აიღო.  მატჩების დაწყებამდე  რამდენიმე გუნდმა კომენტარი გააკეთა.
დავით  ბერიშვილი: (გუნდი 15): გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი ვართ,  მხლოდ ერთი ახალგაზრდა კალათბურთელი გვყავს, დანარჩენები კი შეიძლება  ითქვას ვეტერანები ვართ.
რაც შეეხება ტურნირს, სასიხარულოა  რომ საქართველოში ფიბას ეგიდით უკვე მეორე ტურნირი ტარდება და  აღნიშნული ღონისძიებები ფიბას ოფიციალურ კალენდარში შევიდა. მისასალმებელია, რომ  ტურნირის ორგანიზება ძალიან მაღალ დონეზეა.
დიმა  ობოლაძე (გუნდი მედია):  სიამოვნებით ჩავერთეთ აღნიშნულ  ტურნირში, ამ  შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა  თუ კალათბურთი გიყვარს. მითუემეტეს როცა აქ, ბათუმში ვართ.  ძალიან კარგი გარემოა და ძალიან მომწონს აქაური სიტუაცია. დარწმუნბეული ვარ ყველანი ერთად  კარგ და სასიამოვნო დროს გავატარებთ.