ბელგია – საქართველო. გუნდები მოედანზე არიან

ბელგია – საქართველო. გუნდები მოედანზე არიან

რამდენიმე წუთში დაიწყება ისტორიული მატჩი საქართველოსა და ბელგიის ნაკრებებს შორის. ქართველთა და ბელგიელთა ნაკრებები დარბაზში სირენების თანხლებით სამწუთიანი ინტერვალით მოვიდნენ. როგორც ჩანს, ორივე გუნდის კალათბურთელები მოუთმენლად ელიან თამაშის დაწყებას – გასახდელში მისულები არ იყვნენ, რომ მაშინვე მოედანზე გამოვიდნენ, 10 წუთი ივარჯიშეს და საბოლოო რჩევა დარიგებების მიღებისთვის გასახდელში შევიდნენ.
გუშინდელი ვარჯიშიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ როგორი იქნება ქართველთა ხუთეული: გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ვლადიმერ ბოისა და ზაზა ფაჩულია.
ამასობაში კლაიპეადს არენაზე საყვირებითა და სხვა ატრიბუტიკით აღჭურვილი ქართველი ქომაგებიც გამოჩნდნენ.
საქართველოს ნაკრების განაცხადი:
4 გიორგი გამყრელიძე
5 ვლადიმერ ბოისა
6 ანატოლი ბოისა
7 ზაზა ფაჩულია
8 გიორგი ცინცაძე
9 გიორგი შერმადინი
10 ლაშა ფარღალავა
11 მანუჩარ მარკოიშვილი
12 მარკიზ ჰაინსი
13 ვიქტორ სანიკიძე
14 თორნიკე შენგელია
15 ნიკოლოზ ცქიტიშვილი