ბელგია თურქეთსაც ეომა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქე ბელგია განაგრძობს შეუპოვარ თამაშს გერმანიის ოთხთა ტურნირზე, თუმცა მიუხედავად დიდი მოწადინებისა, გამარჯვებას ვერც ამჯერად მიაღწია. პირველ მატჩში გერმანიასთან ბოლო წუთებზე დამარცხების შემდეგ ბელიელები კვლავ ბრძოლაში დამარცხდნენ – ამჯერად ბენილუქსელებმა თურქეთის ეროვნულ გუნდთან წააგეს.
 
ბელგიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველი და მეორე მეოთხედების წაგებისა და დიდი შესვენებისთვის 8 ქულით ჩამორჩენის მიუხედავად, მათ მესამე ათწუთეული დიდებულად ჩაატარეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 4 ქულით დაწინაურდნენ – 51:47.
 
ბოლო პერიოდში თურქებმა გაამართლეს ავანსები და ფავორიტს რომ შეეფერება, ისე ითამაშეს. თურქეთმა მეოთხე ათწუთეული 19:9 მოიგო და საბოლოოდ 66:60 გაიმარჯვა, ბელგიელთა შორის საუკეთესო შედეგი ჰქონდა ტაბუ–ებომასა და კრისტოფერ ბეგინს, რომლებმაც 11-11 ქულა დააგროვეს. 10 ქულა ჰქონდა დი ჯეი მბენგას, ვისაც მხოლოდ 11 წუთი დასჭირდა ამ შედეგის დასაფიქსირებლად.
 
მორიგ, უკანასკნელ ტურში, 21 აგვისტოს, ბელგია საბერძნეთს შეხვდება.
 
ბამბერგის საერთაშორისო ტურნირი. 20 აგვისტო
 თურქეთი 66:60 ბელგია
17:13 19:15 11:23 19:9