ბელგიამ და უკრაინამ ისევ წააგეს

ბელგიამ და უკრაინამ ისევ წააგეს

 
 
D ჯგუფში გამართული მატჩები ასე დასრულდა: ბულგარეთმა ბელგიას 68:65 მოუგო, ხოლო სლოვენიამ უკრაინა 68:64 დაამარცხა. უკრაინელებმა, რომმელიც პირველი ტაიმის შემდეგ 21 ქულით ჩამორჩებოდნენ, ბოლო პერიოდში მოახერხეს თამაშის გამოსწორება და ცოტაც რომ ეყოჩაღათ, სენსაციასაც მოახდენდნენ, მაგრამ …
 
რაც შეეხება ბულგარეთისა და ბელგიის დაპირისპირებას, მთელი შეხვედრის მანძილზე  თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და ბელგიელები ბოლო წუთზე 2 ქულით იგებდნენ. საბოლოოდ ბულგარელებმა შეუპოვარი ბრძოლის შედეგად გამარჯვების მოპოვება შეძლეს და ბელგიას ჯგუფიდან გასვლის შანსი თითქმის გადაუწურეს.
 
მეორე ტურის შემდეგ D ჯგუფის ცხრილმა შემდეგი სახე მიიღო:
 
1.         რუსეთი                    2          2/0       138/122          4
2.         სლოვენია                 2          2/0       135/123          4
3.         საქართველო           2          1/1       139/124          3
4.         ბულგარეთი             2          1/1       127/132          3
5.         უკრაინა                    2          0/2       128/141           2
6.         ბელგია                      2          0/2       124/149          2