ბელგიამ გერმანიაში სამივე თამაში წააგო

ბელგიამ გერმანიაში სამივე თამაში წააგო

გერმანიის ქალაქ ბამბერგში მიმდინარე თხთა ტურნირი საბერძნეთის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეტოქე ბელგიამ ბოლო ადგილი დაიკავა. ბელგიელები, რომლებმაც პირველი მატჩი გერმანიასთან 66:71 წააგეს, მეორეში კი 60:66 თურქეთთან წააგეს, ტურნირის ბოლო მატჩი საბერძნეთთან დათმეს.
 
როგორც ყველა მანამდელი მატჩი, ბელგიელებმა ბერძნებთან შეხვედრაც მძლავრად დაიწყეს და პირველი მეოთხედის შემდეგ დაწინაურდნენ – 16:14. მცირე შესვენების შემდეგ კი საბერძნეთმა უპირატესობა მოიპოვა და მომდევნო 2 ათწუთეული დამაჯერებლად მოიგო. შედეგად ბერძნები გადამწყვეტი მეოთხედის წინ 16 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში ბელგიელებმა ჩამორჩენის 9 ქულამდე შემცირება მოახერხეს და საბოლოოდ 61:70 დამარცხდნენ.
 
ბელგიელთა შორის ბომბარდირი მარკუს ფეისონი გახდა, რომელმაც 13 ქულა დააგროვა, დიმიტრი ლოუერსს კი 11 ქულა დაუგროვდა. ტურნირის ბოლო მატჩშ გერმანიამ თურქეთს მოუგო და მეორე ადგილი დაიკავა.
 
საბერძნეთი 3          3          0          6
გერმანია       3          2          1          5
თურქეთი     3          1          2          4
ბელგია          3          0          3          3
 
ბამბერგის საერთაშორისო ტურნირი. 21 აგვისტო
საბერძნეთი 70:61 ბელგია
14:16 25:12 22:17 9:16
 

დიმიტრი ლოუერსი