ბექა ბურჯანაძე “ანდორადან” “გიპუზკოა ბასკეტში” გადავიდა

ბექა ბურჯანაძე “ანდორადან” “გიპუზკოა ბასკეტში” გადავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდ “გიპუზკოა ბასკეტში” გააგრძელებს. ბურჯანაძემ გასული 3 სეზონი ესპანური ლიგის “ანდორაში” გაატარა, თუმცა გასული სეზონი ტრავმის გამო გაუცდა. ამავე მიზეზით ბექა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გასული წლის ევრობასკეტზე და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ვერ დაეხმარა.

როგორც ჩანს, ბექა ბურჯანაძემ ტრავმა საბოლოოდ მოირჩინა და ახალმა კლუბმა მას ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. “გიპუზკოა ბასკეტი” ესპანეთის ქალაქ სან სებასტიანის გუნდია და გასულ სეზონში ესპანურ ლიგაში მე-13 ადგილზე გავიდა.