ბექა ბურჯანაძე იტალიური ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

ბექა ბურჯანაძე იტალიური ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

ბექა ბურჯანაძემ იტალიის ქალაქ მოსკიანოში დასრულებული საერთაშორისო  ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი დაისაკუთრა. წარმომადგენლობით 20-წლამდელთა ტურნირზე, რომელშიც საქართველოსთან ერთად იტალია, რუსეთი და გერმანია ასპარეზობდა, ქართველმა ფორვარდმა შთამბეჭდავად ითამაშა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა სამივე მატჩი წააგეს, ბურჯანაძეს MVP-ს ტიტულის მოპოვება არ გასჭირვებია. ბექამ იტალიასთან მატჩში 21 ქულა დააგროვა, გერმანიასთან ორმაგი დუბლი – 26 ქულა და 10 მოხსნა გაიფორმა, ხოლო ტურნირის ბოლო მატჩში რუსებს 15 ქულა ჩაუგდო.
ბურჯანაძეს 28 ივნისიდან მორიგ საერთაშორისო ტურნირში მოუწევს ასპარეზობდა. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა კურორტ დომეჯი დიკადორეში გადაინაცვლა,სადაც 28-30 ივნისს უკრაინასთან, ბულგარეთთან და მასპინძელ იტალიასთან მოუწევს ძალების მოსინჯვა.