ბექა ბურჯანაძე კვლავ სასტარტოში გამოჩნდა და ბრეშას 8 ქულა ჩაუგდო

ბექა ბურჯანაძე კვლავ სასტარტოში გამოჩნდა და ბრეშას 8 ქულა ჩაუგდო

წარუმატებელი სერია დასჩემდა ბექა ბურჯანაძის “რეჯიო ემილიას”. ქართველი ფორვარდის გუნდმა იტალიის სერია ა”ა”-ში ზედიზედ მე-7 მატჩი წააგო. ქართველი კალათბურთელი გარკვეული პაუზის შემდეგ სასტარტო ხუთეულს გასულ ტურში დაუბრუნდა. 

ბურჯანაძის კლუბი ამჯერად ბრეშას სტუმრობდა და 77:84 წააგო, ბექამ კი 19 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა.

ქართველმა ლეგიონერმა 2-ვე ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

რეჯო ემილიას 12 ტურში 2 გამარჯვება შერჩა და 16-გუნდიან სერია A-ში ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო თამაში კი 30 დეკემბერს ელის, შინ, პეზაროსთან.