თვენახევრიანი პაუზის შემდეგ ბექა ბურჯანაძემ იტალიის ჩემპიონატში ითამაშა. მას თავის კლუბ “რეჯიო ემილიაში” ბოლოს 12 თებერვალს ჰქონდა ნათამაშები, რის შემდეგაც მოედანზე სერია A-ს გასულ ტურში გამოჩნდა. ემილიელები სტუმრად უმანა ვენეციას ეთამაშნენ და 69:78 დამარცხდნენ.
აღსანიშნავია, რომ რეჯო ემილიამ მე-2 ტაიმი 14 ქულით მოიგო, თუმცა, ვინაიდან საწყის ნახევარში სუსტად გამოიყურებოდა, თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა. ბურჯანაძემ მოედანზე 19 წუთი გაატარა და 4 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბექამ 2-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
რეჯო ემილიას 7 მოგების წილ 16 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე რჩება, თუმცა კი, მე-12 ადგილზე მყოფ ბრეშას 1 გამარჯვებით ჩამორჩება. ბურჯანაძის კლუბი მომდევნო მატჩს 2 აპრილს, შინ, ჯივოვა სკაფატისთან ჩაატარებს.