ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-200 მატჩი გრანადასთან ითამაშა

ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში  მე-200 მატჩი გრანადასთან ითამაშა

ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის უმაღლეს საკალათბურთო ლიგაში მე-200 მატჩი დღეს ითამაშა. ლიგა ენდესას მე-8 ტურში მისი ლეიმა კორუნა გრანადაში, კოვირანს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოოლაში – 77:80 წააგო. 

საიუბილეო მატჩი ქართველი ფორვარდისთვის ნაკლებად შედეგიანი გამოდგა. საქართველოს ნაკრების წევრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 20:36 წუთი გაატარა. ბექამ საშუალო მანძილიდან 3-ჯერ შეუტია და 2 ჩააგდო. მან მთლიანობაში 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. 

ბექამ ესპანურ ლიგაში პირველი შეხვედრა 2010-2011 წლების სეზონში ითამაშა, როცა “კახასოლის” ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა და დიდებში მცირე ხნით ათამაშეს. ბექამ თავისი პირველ შეხვედრაში “ბილბაოს” წინააღმდეგ 35 წამი ითამაშა. მას შემდეგ ბურჯანაძემ 4 კლუბი გამოიცვალა – ანდორა, გრან კანარია, რეალ ბეტისი და ახლა ის ლეიმა კორუნაში გამოდის, რომელსაც გასულ სეზონში უმაღლეს ლიგაში გადმოსვლაში დაეხმარა. 

ბურჯანაძე 17 ნოემბერს ფინეთში გაემგზავრება და საქართველოს ნაკრებს ჰელსინკიში დახვდება.