ბექა ბურჯანაძემ ესპანრი პრიმერადივიზიონის პირველსავე ტურში ითამაშა

ბექა ბურჯანაძემ ესპანრი პრიმერადივიზიონის პირველსავე ტურში ითამაშა

გუშინ დაიწყო ესპანეთის პრიმერადივიზიონი, რომელშიც ერთადერთი ქართველი კალაბურთელი, 18 წლის ბექა ბურჯანაძე ასპარეზობს. ბურჯანაძე წლების განმავლობაში ირიცხებოდა ესპანურ გუნდ „კახასოლში“, თუმცა ასაკობრივ ჩემპიონატებში ასპარეზობდა და პირველადაა, როცა მხოლოდ ძირითად გუნდშია დაკავებული.
 

18 წლის ბექა ბურჯანაძის დებიუტი ესპანურ პრიმერადივიზიონში
 
პრიმერადივიზიონის პირველ ტურში „კახასოლმა“ „მურსიას“ უმასპინძლა და 77:93 წააგო. ბურჯანაძეს მცირე ხნით მოუწია თამაშმა: 4,24 წუთში ქართველმა ფორვარდმა 3 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. ბექამ თითო ორქულიანი და სამიანი ესროლა, საიდანაც შორი ტყორცნა გამოიყენა.
 
მომდევნო ტურში „კახასოლი“ სტუმრად „კახა ლაბორალს“ გაეჯიბრება.