ბექა ბურჯანაძის 3 ქულა პრიმერადივიზიონში

ბექა ბურჯანაძის 3 ქულა პრიმერადივიზიონში

ბექა ბურჯანაძემ ევროპის ერთ–ერთ საუკეთესო ლიგაშ ითამაშა და 3 ქულა ჩააგდო. ქართველი ფორვარდის „კახასოლმა“ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ვალიადოლიდი“ 37 ქულის სხვაობით – 94:57 გაანადგურა და სწორედ ამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა 18 წლის ქართველმა.
 
ქართველმა ფორვარდმა 7 წუთში ერთი სამქულიანი ზუსტად შეასრულა. სხვა სტატისტიკური მაჩვენებელი ბურჯანაძეს არ ჰქონია. სევილიელთა შორის საუკეთესო ლუკა ბოგდანოვიჩი გახდა, რომელმაც თავი 20 ქულას მოუყარა.
 
 
ეს „კახასოლის“ სეზონის მე–4 გამარჯვება იყო და  18–გუნდიან ჩემპიონატში სევილიელები მე–15 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო ტურში, 6 იანვარს, „კახასოლი“ „მანრესას“ უმასპინძლებს.